logo_geo
ნინო სურგულაძე: ამ პროცესების ინსპირატორი ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა
- +

22 ივნისი. 2019. 17:30

 

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და არა მარტო....

ვუყურებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიმძიმს შორიდან ამ ყველაფრის ყურება, რადგან ამ პროცესების ინსპირატორი კვლავ ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ დაგვაჩოქა. ვუყურებ ჩვენს გულმხურვალე ახალგაზრდებს და ამაყი ვარ, რადგან მათი ხმა ნამდვილად ისმის მსოფლიოში. ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით „არა“ მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. ამაყი ვარ და გულანთებული, როცა რამდენიმე საათში მიწევს უდიდეს წარმომადგენლობით ღონისძიებაზე გასვლა და სიმღერა, სადაც მე აუცილებლად სიამაყით ვიტყვი, რომ ქართველი ვარ.

არასოდეს არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევოს ყველამ - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ არ წამოგვაგონ პროვოკაციას.

ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა და სულ გამარჯვებულები ვივლით წინ საქართველოს საკეთილდღეოდ.

სიყვარულით, თქვენი ნინო“, - წერს  სურგულაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი