logo_geo
ბაკურ სვანიძე: თსუ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელიც მიშას მანიაკებმა ბოლომდე ვერ აიყოლიეს!
- +

22 ივნისი. 2019. 17:31

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რომ ვამბობ ყოველთვის - „თსუ“ მაინც „თსუ“-ა-მეთქი, უნდა დამიჯეროთ! ამ უნივერსიტეტის, ნამდვილი უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაერთხელ ანახეს ყველას გონიერების, სწორი აზროვნების მაგალითი!

 

2003 წლის სამარცხვინო „ვარდების“ დროსაც, ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მიშას მანიაკებმა ბოლომდე ვერ აიყოლიეს - თსუ იყო!

 

ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგაც არ „დაუწვნენ“ „ნაცებს“ თსუ-ელი სტუდენტები და ლექტორები!

 

რა მეთოდებით აღარ სცადეს მათი გატეხვა მანიაკებმა!

 

სააქტო დარბაზშიც კი ჩაკეტეს ორი თუ სამი დღე პროფესორები უწყლოდ და უსაკვებოდ!

 

და მაინც თსუ სულ ბოლოს დაეცა!

 

„ვარდების“ სამარცხვინო რევოლუციიდან მთელი წელიწადნახევრის შემდეგ! და ამ დაცემის მიუხედევად, დაცემულმაც კი ბოლომდე იომა და აგერ, დღესაც - ფაქტია ვერაფერი მოუხერხეს „ნაცების“ შეგდებულმა უზნეო და უტვინო ვითომ „პროფესორებმა" თსუ-ელებს!

 

მაინც მაგრად და ჯიგრულად დგანან!

 

მახსოვს თსუ-დან დაძრული „ცოცხების აქცია“ 2012 წელსაც! პროკურატურამდე მივყვებოდი და უწყვეტ პირდაპირ ეთერს გადავცემდი „ინფო9“-სთვის...

 

თქვენ გაიხარეთ, შვილებო! ღმერთი თქვენკენ!“ - წერს სვანიძე.

 

 

 

big_banner
არქივი