logo_geo
ნინი ჭელიძე: ახალგაზრდებო, უგულავამ თქვენ შეგახოცათ ხელი და „შიშველ მახასავით“ სპეტაკი უნდა გამოვიდეს!
- +

22 ივნისი. 2019. 18:32

 

Facebook-მომხმარებელი ნინი ჭელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე რომ ახლა სიარული შემეძლოს და ტკივილს არ ვყავდე გაშეშებული, წავიდოდი რუსთაველზე, მივიდოდი ახალგაზრდებთან, ავიღებდი მიკროფონს ხელში, მოვიკრეფდი ყველას და ვეტყოდი: შვილებო, ძმებო, დაიკოებო, გეტყვით იმას, რაც მთავრობას უნდა ეთქვა თქვენთვის, უგულავები და ბოკერიები კი არა, მთავრობა უნდა მოსულიყო თქვენთან და ეთქვა, რომ მივქარეთ! მივქარეთ და გავრილოვი ჩამოვიყვანეთ (ვინც ჩამოიყვანა, პასუხს აგებს), მივქარეთ და პარლამენტის შენობაში შევიყვანეთ (ვინც შეიყვანა, დედა აღარ ჰყავს), მივქარეთ და ტრიბუნაზე ავიყვანეთ (ვინც აიყვანა, მკაცრად დაისჯება), მერე როგორც მასპინძლებმა, საქართველოს სახელით ვლანძღეთ და ვაგინეთ (რეგვენთა მიბაძვით) და იმ წუთში არც ჩვენს მოსახლეობაზე ვიფიქრეთ (ფეხებზე ჰკიდია უგულავას და ბოკერიას), ორ კაპიკს რომ ჯიბეში იდებენ ტურისტულ სეზონზე და არც ჩვენს საცოდავ ემიგრანტებზე (ნეტა როდის ვფიქრობდით მაგათ წვალებაზე), ხვალ რომ რუსეთში ჩაგრუზავენ ყველას კარტოფილივით და კარზე რომ მოგვადგებიან ულუკმაპუროდ, მივქარეთ... მაგრამ მითხარით, შვილებო, ვაჟა-ფშაველამაც მიქარა? თუ მიქარა, კი ბატონო, მაგრამ ხვალ რომ მისაღებ გამოცდებზე „ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძლობა“ შეგხვდეთ დასაწერ თემად, ხომ ჩააწიკწიკებთ: „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“-ს? რა უნდა გვექნა? ტრიბუნიდან უნდა ჩამოგვეყვანა, მაგრამ არა სამადაშვილს! უნდა აგვეხსნა, რატომ! - მაგრამ არა ნაციონალებს! უნდა ჩამთავრებულიყო ეს ფორუმი უკვე სხვა შენობაში, თავად საქართველოს მთავრობას უნდა აეხსნა რუსი დეპუტაციისთვის, რომ მათი მთავრობის საქციელს საქართველო ვერავის აპატიებს და აეხსნა ისე, რომ აქეთ ეხადა გავრილოვს ბოდიში! და მერე... მერე მოვდგებოდი და პირველ კითხვას ვაშაძეს და ნაციონალებს დავუსვამდი თქვენს ადგილზე: ასე უცებ საიდან და როგორ მოიხურეთ მხრებზე იმ საქართველოს დროშა, რომელი საქართველოდანაც ტრაკზე ფეხებს ირტყამდით და ისე გარბოდით აგვისტოს ომის დროს? მერე კი აუცილებლად მოვითხოვდი, ყველას, ვინც პროტოკოლურად და არაპროტოკოლურად მიქარა და პარლამენტის შენობაში გამართა ფორუმი, სასწრაფოდ დაეტოვებინა დეპუტატის მანდატი! თქვენ დემაგოგებს, შანტაჟისტებს და რევანშისტებს აჰყევით, იმ უგულავას აჰყევით, თქვენი და ჩემი ფული ჯიბეში რომ ჩაიდო და ურცხვად იტყუება, არ მითქვამს პარლამენტში შევალთო! თქვენ შეგახოცათ ხელი, თქვენ დაგაბრალათ ყველაფერი და „შიშველ მახასავით“ სპეტაკი უნდა გამოვიდეს! ნუ, შვილებო! ნუ!“ - წერს ჭელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი