logo_geo
ზვიად კორძაძე: საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში გავატარებ
- +

22 ივნისი. 2019. 18:55

 

ადვოკატი ზვიად კორძაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებას ინიციატივით „ერთი კვირა ქართულ ტურიზმს“ ეხმიანება.

 

სოციალურ ქსელში კორძაძე წერს, რომ აგვისტოში შვებულების გატარებას საზღვარგარეთ აპირებდა, თუმცა ტურისტული ემბარგოს დაწესების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ოჯახთან ერთად ქართულ სასტუმროში/ჰოსტელში   გაატარებს.

 

„მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან პუტინის ტურისტული ემბარგო შეიძლება შეეხოს ჩვენს ტურისტულ სექტორს, აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში. მოგიწოდებთ საშუალო ფენას, ვისაც გვაქვს ამის საშუალება, ჩვენ-ჩვენი ერთი კვირა ვაჩუქოთ ტურისტულ სექტორს.

 

რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები“,- წერს ზვიად კორძაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი