logo_geo
ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება!
- +

23 ივნისი. 2019. 12:22

 

 

მსახიობი ნინო კასრაზე რეჟისორ რობერტ სტურუას მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?! მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა... ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს „საქართველო აღარ არის“! საქართველო იყო, არის და იქნება!“ - წერს ნინო კასრაძე.

 

„ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ - ამ შინაარსის სტატუსით გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. ქართველი რეჟისორის ეს განცხადება აქტიურად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

 

 

big_banner
არქივი