logo_geo
„არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი, ვისაც სურს უწმინდესის სიცოცხლის ხელყოფა!..“
- +

13 თებერვალი. 2017. 23:26



მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი, ვისი სურვილიც არის უწმინდესის სიცოცხლის ხელყოფა!..",- წერს მამა პეტრე კოლხი.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

big_banner
არქივი