logo_geo
გიორგი ჩოგოვაძე: მეტი ევროპელი ტურისტი!
- +

26 ივნისი. 2019. 11:57

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ხელი მოვაწერეთ ავიაკომპანია „ვიზეარის“ 12 ახალი მიმართულებების დაწყებას: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ (ფინეთი). ასევე ვზრდით სიხშირეებს შემდეგი მიმართულებებით: რომი, მილანი, პრაღა, ათენი, ლარნაკა.

 

  • 2019 წელს გვექნება ევროკავშირის 34 მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 4 საჰაერო ხომალდი!

 

  • 2020 წელს გვექნება ევროკავშირის 40 მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 5 საჰაერო ხომალდი!

 

მეტი ევროპელი ტურისტი!

 

ბილეთების გაყიდვა დაიწყო!“ - წერს ჩოგოვაძე.

 

 

 

big_banner
არქივი