logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ამ წვერიანმა ყაჩაღმა აიყვანა მძევლები!
- +

26 ივნისი. 2019. 17:15

 

„ამ წვერიანმა ყაჩაღმა აიყვანა მძევლები!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „112“-დან შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ. რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „iplus“-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს - თ. კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი