logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს დიდი ხნის მეგობარს - შახ აივაზოვს!
- +

26 ივნისი. 2019. 17:40

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შახ აივაზოვი - ფოტოგრაფი... ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს დიდი ხნის მეგობარს!

 

შახ აივაზოვი თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ მე-7 კლასში დაიწყო ფოტოგრაფიის წრეზე სიარული 52-ე სკოლაში. თუმცა მასწავლებელმა მალევე პიონერთა სასახლეში იური ლუკაშვილთან მიიყვანა. მეათე კლასამდე პიონერთა სასახლეში დადიოდა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარში მოუწია წასვლა. 1976 წელს პიონერთა სასახლეში ლაბორანტად მოეწყო, დაახლოებით ერთ წელში კი, ჟურნალისტიკის სწავლა დაიწყო. პარალელურად გაზეთ „ნერგში“ მუშაობდა. „ნერგს“ „ნორჩი ლენინელი,“ აზერბაიჯანული „სავეტ გურჯისტანი,“ „საქინფორმი“ და „პრავდა“ მოჰყვა. 1988-89 წლებში ბაქოში მუშაობდა. შახ აივაზოვი უკვე 22 წელია „Associated Press“-ის ფოტოგრაფია. სააგენტოს 160-წლიანი ისტორიის მანძილზე შახი პირველი აზერბაიჯანელი ფოტოგრაფია.

 

სურათებზე: შახ აივაზოვი და მისი ფოტოები.

 

***

შახ აივაზოვი:

„იმაზე არაა, ვინა ვარ და რა ვარ, მე საქართველოში ვარ. დიდი ხანი ვამბობდი, მოდი, აზერბაიჯანში წავალ-თქო. მაგრამ, მე არსად წამსვლელი ვარ. მთელი ჩემი ფესვი აქაა. არც თანამდებობა მინდა, არც არაფერი. აქ კარგად ვარ, ჩემთვის“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი