logo_geo
ლიკა გამრეკელი: ნაცებო, მინდა იცოდეთ რა არის დანაშაული! დანაშაულია როდესაც...
- +

27 ივნისი. 2019. 02:02

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი,  სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წინა ხელისუფლების დანაშაულებზე მიუთითებს და “ნაციონალურ მოძრაობას” განუმარტავს თუ რა არის დანაშაული:

 

ნაცებო”, მინდა იცოდეთ რა არის დანაშაული:

  1. სისხლის სამართლის დანაშაული, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, გასხვისება ან სხვაგვარად მასზე კონტროლის მოშლა, ანუ – ის რაც თქვენ გააკეთეთ 2008 წელს!
  2. დანაშაულია, როდესაც კოდორს სახელი გადაარქვით, ზემო აფხაზეთი დაარქვით და მტერს ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეთ!
  3. დამაშაულია, როდესაც ცხინვალის ოლქი გაზარდეთ 200- მდე ქართული სოფლებით და ესეც რუს ოკუპანტს ჩააბარეთ!
  4. დანაშაულია, როდესაც ერთვები ომში, რომელიც წინასწარ განწირულია და არ იღებ პასუხისმგებლობას არც დაკარგულ ტერიტორიებზე და არც დაღუპულ ბიჭებზე!
  5. დანაშაულია, როდესაც ომის მერე დაჭრილ და დახოცილ გმირებს, (რომ არა პატრიარქი) ტერიტორიებთან ერთად მტერს დაუტოვებ!
  6. დანაშაულია, როდესაც წაგებულ ომს მოგებულად გამოაცხადებ და გლოვის ნაცვლად დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მოტყუებულ ხალხს აზეიმებ!
  7. დანაშაულია, როდესაც გადატრიალების გზით (2003 წლის ნოემბერი) ხელისუფლების უზურპაციას მოახდენ!
  8. დანაშაულია, როდესაც (2003 წელი) საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არაქვემდებარე სასამართლოს (უზენაესი სასამართლო) იძულების წესით, მიაღებინებ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას ერთი და იმავე არჩევნებზე გააუქმებინებ პროპორციულს, როგორც გაყალბებულს, ხოლო ძალაში დაატოვებინე მაჟორიტარულს, როგორც გაუყალბებელ არჩევნებს!

 

  1. დანაშაულია, როცა პოლიტიკურად დაგჭირდათ ასევე ძალადობრივად აუქმებინებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, ხოლო ძალაში ტოვებთ პროპორციულ არჩევნებს!

 

  1. უზნეობა და დანაშაულია, როდესაც შენი მმართველობის პერიოდში მხოლოდ ქუჩებში ჩახოცავ 150-ზე მეტ უდანაშაულო ბიჭს, ციხეებში გააუპატიურებ მამებს, ძმებს, შვილებს, ბიზნესს წაართმევ 10 000 -ზე მეტ ადამიანს, უსახლკაროდ დატოვებ 70 000-ზე მეტ იპოთეკარს, იძულებით გადაადგილებულად აქცევ დამატებით 100 000 -ზე მეტ ადამიანს!!!

ურცხვად რჩები პოლიტიკაში და საყვედურობ ამავე საზოგადოებას 9 წელს რატომ არ ვივიწყებთ?!

 

პ.ს. დანარჩენს დროდადრო გაგახსენებთ !!!” – წერს ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი