logo_geo
ნუკა არველაძე: ვიფიქრე, გადაივლის და მერე დავწერ-თქო, მაგრამ ახლა ვიტყვი სათქმელს...
- +

27 ივნისი. 2019. 12:25

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიფიქრე, გადაივლის და მერე დავწერ-თქო, მაგრამ ახლა ვიტყვი სათქმელს, რატომ ვართ დღეს ამ ფაქტის წინაშე...

 

2012-ში, როცა ქართველმა ხალხმა დაგმო და უარი უთხრა ავტოკრატულ-ტირანულ სააკაშვილის რეჟიმს - იმ ხალხის წყალობით, ვინც ბოლო 7 წლის მანძილზე რიგრიგობით დაუბრუნდა სააკაშვილის ჭაობს, თავზე მოგვახვია კოჰაბიტაცია.

 

2012-ში სადავეები ისე ჩაიგდეს ხელში, რომ ჩვენ იმ ავბედით 9 წელში რეპრესირებული ხალხი ჩამოგვაშორეს პროცესებს და გააგრძელეს „ნაცებთან“ ფარული თუ ჩუმი ალიანსი!

 

არ მოხდა 9 წლის პოლიტიკური შეფასება, არ მოხდა საქმეების გადახედვა, არ დაუბრუნდათ წართმეული ქონება ადამიანებს.

 

მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მაშინ გაისტუმრა „ნაცები“, ისევ ის ნაწილი დარჩა „ქართული ოცნების“ გვერდით და არა იმიტომ, რომ მან შეასრულა ჩვენი დაკვეთა, არამედ იმიტომ, რომ არ გაძლიერდეს „ნაცების“ და მათი ანასხლეტების ძალა, მაგრამ ახლა, სწორედ ახლა დგება გადამწყვეტი დღეები!

 

  1. დღის წესრიგი უნდა დააყენოს ხალხმა, ვინც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის პოლიტიკას, NATO-სკენ მისწრაფებას და რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების პოლიტიკას.

 

  1. უნდა დაიძრას სამართლიანობის აღდგენის პროცესი.

 

  1. უნდა მორჩეს ორმაგი სტანდარტის ადამიანების „ოცნების“ სათბურებში ყოფნა.

 

  1. უნდა გაძლიერდეს სახელწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების სოციალური სტატუსი.

 

  1. დამნაშავეს აღარ უნდა ერქვას პოლიტიკოსი!

 

  1. გადაიხედოს თაროზე შემოწყობილი სისხლის სამართლის საქმეები!

 

  1. უნდა გაიშიფროს ყველა მოღალატე, ვისაც ისე სწყურია ძალაუფლება, რომ მზადაა, ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაითრიოს!

 

„ქართული ოცნება“ ვალდებულია თითოეული ამომრჩევლის წინაშე და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მოიშორეთ ხალხი, ვინც თქვენთან კაკანებს, კვერცხებს კიდევ სხვაგან დებენ!

 

პიარის და კულტურის სფეროთი დაიწყეთ, ყველაზე მეტი მოკაკანეები მანდ არიან!

 

ჩვენ მზად ვართ და ვდგავართ თქვენს გვერდით. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ სახელწიფო და ადამიანები. ჩვენ არ გავჩერდებით!“ - წერს არველაძე.

 

 

big_banner
არქივი