logo_geo
„განახევრებული აპლოდისმენტები იმედს მიტოვებს, რომ აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მინიმუმ ნახევარს სამშობლო სტკივა და არა „ნაცმოძრაობა!“
- +

27 ივნისი. 2019. 18:04

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიტინგზე გამომსვლელი... (კარგად დატრენინგებული „დიადი საბოლოო მიზნებისთვის“).

 

აქვე ლენინის ძეგლი იდგა, ჩვენ ავიღეთ ის... ოვაციები (იქ რომ ვყოფილიყავი, ჩემი აპლოდისმენტიც შეუერთდებოდა, მით უმეტეს, „იმ“ ლენინის ჩამოგდების თანამონაწილე ვარ) ლენინი შირმად უხმარია ამ ნაბიჭვარს, „მთავარი მესიჯი“ მერე შეაპარა...

 

ლენინი ჩამოვაგდეთ და პატრიარქს „არა!“ უთხარით! 9 აპრილს დაშლისკენ რომ მოგვიწოდა, აქვე მესამე მთავარი პიარტექნოლოგიური მესიჯი პატრიარქისთვის უარით! ჩვენ უარი ვუთხარით რუსეთის ოკუპაციას!

 

ჩემდა საბედნიეროდ, ოვაციები განახევრდა, თუმცა არ აღმოჩდა არავინ, ეყვირა, შე დედა...ლო, სად მოისმინე პატრიარქის მოწოდება, ოკუპანტი გვინდაო! მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები და ის განახევრებული აპლოდისმენტები იმედს მიტოვებს, რომ იქ მყოფი ახალგაზრდების მინიმუმ ნახევარი აშკარად გულწრფელია და სამშობლო სტკივათ და არა „ნაციონალური მოძრაობა!“ - წერს თოფურია.

 

 

big_banner
არქივი