logo_geo
ირმა ინაშვილი: ჩვენი რეზოლუციისთვის რომ მხარი დაგეჭირათ, დღეს ქვეყანა ამ უბედურებაში არ იქნებოდა
- +

28 ივნისი. 2019. 11:57

 

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმ ხალხისგან, ვინც სააკაშვილ-ბოკერიას დასჯის შესახებ ჩვენს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მთელი დღეა ვისმენ, რა პრინციპულად მუშაობს, თურმე, პროკურატურა და რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის 21- 22 ივნისს გამოვლენილი დამნაშავე პირების დასჯა. ზოგადად (და კონკრეტულად- ამ ფაქტზე), დამნაშავეების დასჯა რომ მნიშვნელოვანია, 7 წელია გიმტკიცებთ და გიხსნით „ქართულ ოცნებას“, მაგრამ თქვენ ლიფსიტებზე ნადირობთ და ტურებს ვერ ეხებით. ეს ერთი. ახლა მეორე - პროკურატურა 7 წელია სადაა, რომელი რეზონანსული საქმე მიიყვანა ბოლომდე? სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო, საპრეზიდენტო არჩევნებისას მასალებს რომ ავრცელებდით და უკრაინელ „ბოევიკებს“ გვაჩვენებდით, რა შედეგი დადგა ამ საქმეზე? კოდორის და ახალგორის ჩაბარებაზე გამოძიებას დავიწყებთო, სადაა ეს გამოძიება? კიდევ ბევრია გასახსენებელი, მაგრამ არც ღირს, რომ გაგახსენოთ. თქვენ ტურების დამჭერი ხალხი არა ხართ და დღეს ამ ტურებს აჭმევინებთ ქვეყანას.

 

ახლა მელიას ეპიზოდი. მგონი, გასაგებად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია - გამოძიებას ბოლოდან იწყებთ და ამ ბოლოს დასაწყისი აქვს - როგორ დაიგეგმა პარლამენტში გავრილოვზე პროვოკაცია. გეუბნებით მეხუთე დღეა - ეს იყო ბოკერიას და „ქართული ოცნების“ ერთობლივი პოლიტიკური სპექტაკლი, რასაც უმძიმესი გაგრძელება მოჰყვა - რეზინის ტყვიები. ბოკერიას ვერ ეხებით, კახიძეს და კაპანაძეს ვერ ეხებით... ეხებით კი არა, გადაფარებული ხართ ამბრაზურასავით, გინდათ ცალმხრივი დასჯა. ჩვენ კი, მარტივ რამეს გეუბნებოდით და გეუბნებით: მელია მელიად, მაგრამ ჯერ ბოკერიას იმუნიტეტის მოხსნით დაიწყეთ. ამ მარტივი მოთხოვნის ვითომ ვერგაგება საჭირო არაა და მითუმეტეს, თქვენი ბოტები და რეალური კოორდინატორები დააწყნარეთ, ვინ რას და რატომ წერს, ვხედავ.

 

ჩვენი რეზოლუციისთვის რომ მხარი დაგეჭირათ, დღეს ქვეყანა ამ უბედურებაში არ იქნებოდა“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი