logo_geo
გიორგი გიგაური: ეს არის უბინძურესი ბაღაშვილ-გვარამიას უბილწესი ნაც-რ2!
- +

28 ივნისი. 2019. 17:34

 

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

 

მისი თქმით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაშავებული სპეცრაზმელი ანტალიაში სამკურნალოდ წავიდა.

 

„რუსთავი2“-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები ანტალიაში სამოგზაუროდ გაუშვეს.

 

„აი, ეს არის უბინძურესი ბაღაშვილ-გვარამიას უბილწესი ნაც-რ2!

 

ამ ადამიანის სახედაკარგულებმა გაავრცელეს ინფორმაცია, დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები ანტალიაში დასასვენებლად გაუშვესო!

 

არადა, ვიდეოზე აღბეჭდილია რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთიდან დევნილი, ნაცზონდერების მიერ პარლამენტის შტურმისას თვალდათხრილი პოლიციელი გია ჯალაღონია, რომელიც სტამბოლში გადააფრინეს თვალის გადასარჩენად!

 

და ამის შემდეგ, ამ ყველაფრისმკადრებელი სატანისტებისა კიდევ რამე უნდა ირწმუნო?!

ჯალაღანიების ოჯახმა „რ2“-ს სასამართლოში უნდა უჩივლოს და გააკოტრონ!

თუ მანამდე გადაურჩა ხალხს ეს ბორდელვიზია!“ - წერს გიორგი გიგაური.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი