logo_geo
გელა ზედელაშვილი: გადატრიალება-გადმოტრიალების ეს მცდელობაც ისევე ჩაფლავდება, როგორც წინა მცდელობები ჩაფლავდა!
- +

28 ივნისი. 2019. 18:24

 

„ნამდვილად ვიცი, გადატრიალება-გადმოტრიალების ეს მცდელობაც ისევე ჩაფლავდება (უკვე ჩაფლავდა), როგორც წინა მცდელობები ჩაფლავდა!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსეთმა საქართველოში ვერ გააპრეზიდენტა გრიგოლ ვაშაძე!

რუსეთმა პანკისის ხეობაში ვერ მოაწყო დიდი პროვოკაცია!

რუსეთმა სამეგრელოში ვერ შემოაგდო სანდრა რულოვსი!

რუსეთმა ვერ მოაწყო დიდი პროვოკაცია გარეჯში!

 

სამაგიეროდ, შემოაგდო ვინმე გავრილოვი, გამოიყენა სულგაყიდული პრაიდელები და შუა რუსთაველზე აწყობს გეების, ნაცებისა და კაიფში მყოფთა აჯანყებას!

 

რუსეთი ოკუპანტია! - ეს გახლავთ ფორმალური სლოგანი. სინამდვილეში ამ ე.წ. ჯანყის ორგანიზატორთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთთან!

 

ესენი აკეთებენ რუსულ საქმეს - წყდება ფრენები, წესდება სანქციები, აღარ ჩამოდიან ტურისტები, იკეტება ე.წ. საზღვარი ენგურთან. ყოველდღიურად უფასურდება ლარი.

 

ჩანაფიქრი: ქვეყანაში შეიქმნება გაუსაძლისი კრიზისი და ხალხი ჩაქოლავს ხელისუფლებას.

 

ვარაუდი: არ არის გამორიცხული, მართლაც შეიქმნას კრიზისი და ხალხმა ჩაქოლოს ე.წ. ოპოზიცია, ანუ „ნაცმოძრაობა“ თავისი ნარჩენებით!

 

ნამდვილად ვიცი, გადატრიალება-გადმოტრიალების ეს მცდელობაც ისევე ჩაფლავდება (უკვე ჩაფლავდა), როგორც წინა მცდელობები ჩაფლავდა!

 

მადლობა ყურადღებისთვის!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი