logo_geo
გია გაბრიჭიძე: სწორედ ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო, საზოგადოება ვერ მიიღებს სრულ ინფორმაციას
- +

28 ივნისი. 2019. 19:11

 

„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთან ტელეწამყვანების შეხვედრა საკმაოდ საინტერესოა, ვიტყვი, რომ საზოგადოების სრული ინფორმირებისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ არის საკმარისი შემდეგი მიზეზების გამო:

 

  1. ტელემაყურებელი, რომელიც დივანზეა წამოწოლილი, ან ვახშმობს, ან პარალელურ რეჟიმში ოჯახის წევრებს გადახედავს, სრულად ვერ მიიღებს იმ თუნდაც მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რასაც ტელეწამყვანები და მინისტრი ახმიანებენ.

 

  1. ტელემაყურებლის 99% არ გადაახვევს ამ შეხვედრას იმ ფრაგმენტის სანახავად, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამორჩა.

 

  1. შეხვედრის განხილვა, ცხადია, მოხდება facebook-ზე, მაგრამ მოხდება პოსტის ფორმატით და ისე, როგორც აღიქვა პოსტის ავტორმა.

 

  1. დაიკარგება მრავალი მნიშვნელოვანი ნიუანსი და შეკითხვა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ დამსწრე ტელეწამყვანები უპირველეს ყოვლისა ატარებენ თავიანთ სარედაქციო პოლიტიკას და რადგანაც თითქმის ყველას თავისი, სხვისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული მიმართულება გააჩნია, დროის სიმცირის გამო თემის განხილვა ერთიან კონტექსტში ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

სწორედ ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო, საზოგადოება ვერ მიიღებს სრულ ინფორმაციას. პასუხგაუცემელი რჩება მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც არ დაისვა და მრავალი განხილული თემა იქნება არასრულყოფილად გადმოცემული და მაყურებლის მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ აღქმული.

 

მიუხედავად უკვე დამკვიდრებული ნორმისა, რომ გაზეთი „გოიმობაა“, თამამად ვიტყვი, რომ ორ-სამ საგაზეთო ინტერვიუში ეს ხარვეზები ფაქტობრივად გამორიცხულია.

 

გამორიცხულია თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაზეთის გადახედვა უამრავჯერ შეიძლება, ხოლო გადაცემის გადახვევა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ფაქტობრივად არასოდეს არ ხდება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

big_banner
არქივი