logo_geo
ვალერი მელაძე: არ ვაპირებ მოვაწყო დღესასწაული ამ დღეს, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე
- +

28 ივნისი. 2019. 22:42

 

რუსული ესტრადის ქართველმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა. ამის შესახებ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩემს დაბადების დღეზე ყველას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე არ ვაპირებ მოვაწყო დღესასწაული ამ დღეს, მითუმეტეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე. დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. ერთ დღეში შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთ დღეში ვერ დაანგრევ. პოლიტიკურ ამბიციებს საღ აზრზე, სიყვარულსა და პატივისცემაზე მაღლა აყენებენ. ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის… მაგრამ ცხოვრებაც მიდის“, - წერს მომღერალი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი