logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება... ორივე რევანშს საშინელი შედეგები მოჰყვა... ახლა უნდა გასამებულიყო და არ გამოუვიდათ!
- +

30 ივნისი. 2019. 21:45

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

1991 წლის 22 დეკემბერს მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს სახელმწიფო ინტერესები რომ დაეცვა, თუნდაც მსხვერპლის ფასად და სახელმწიფო გადატრიალება აღეკვეთა, მომდევნო წლებში რამდენ უბედურებას, სისხლისღვრას და დაპირისპირებას გადავურჩებოდით?!

 

მართალია, რევანშისტები დიდხანს ილაპარაკებდნენ მსხვერპლზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანი გადარჩებოდა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობაც შეგვენარჩუნებინა.

 

ჰოდა, მორჩით კრუსუნს!

 

აშშ და ევროპის სახელმწიფოები იმიტომ არიან ძლიერები, რომ იქ ყოფილ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვა რევანში, და ყველამ იცის, თუ მოუვა, სახელმწიფო ინსტიტუტები იმ თავს მოაჭამენ.

 

არა მოქმედი ხელისუფლების დასაცავად, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად!

 

საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ორჯერვე ყოფილი ხელისუფლების რევანში ვიწვნიეთ. ორივე რევანშს საშინელი შედეგები მოჰყვა.

 

ახლა უნდა გასამებულიყო და არ გამოუვიდათ!

 

როგორც ჩანს, ნელ-ნელა მართლა ვყალიბდებით სახელმწიფოდ!” - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი