logo_geo
ჯუმბერ კირვალიძე: ვაფრთხილებ ქართველ ახალგაზრდებს, ფრთხილად, არ მოექცეთ "ვამპირი მიშას" გავლენის ქვეშ!!!
- +

30 ივნისი. 2019. 22:46

 

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:  

 

“სააკშვილს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა და ჩამოყალიბდა - "მიშას თაობა"! სამწუხაროდ, 7 წლის მანძილზე "ქ/ოცნების" ახალგაზრდული პოლიტიკის არარსებობის გამო, სააკაშვილმა და მისმა ნაცმოძრაობამ შეძლო თავისი გავლენა შეენარჩუნებინა და გაეღრმავებინა ქართველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე, რაც აშკარად ჩანს ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე!..

 

 დიახ, სააკაშვილს უნდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე, მთელი თაობა იწოდებოდეს - "მიშას თაობად"! "მიშას დროს"- მას სურს, რომ ამ სიტყვებს ქართველი ახალგაზრდები "სიამაყით წარმოსთქვამდნენ"!... მაგრამ, არის "ერთი მაგრამ", ის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს  "მიშას სიკეთეებს" და მუდამ ემახსოვრება: ა) "მიშას ცოცხები, ციხეებში"! ბ) "მიშას დროს", ქუჩაში მოკლული ბიჭები! გ) "მიშას მიერ შეწყალებული" მკვლელები (სანდრო გირგვლიანის)! დ) "მიშას მიერ დარბეული და მოწამლული" თბილისი, - 2007 წლის 7 ნოემბერს! ე) "მიშას სპეცნაზი", რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს უმიზეზოდ უსწორდებოდა, 2009 წლის მაის-ივნისში! ვ) "მიშას აღლუმი" სისხლით მორწყულ რუსთაველზე, -  დაღუპულების ცხედრებზე, 2011 წლის 26 მაისს! ზ) "მიშას ფორთხვა მიწაზე", ქ. გორში, 2008 წლის აგვისტოს დღენახევარში წაგებულ ომში! თ) "მიშას გაუკრაინელება", საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ, უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჩინოვნიკად მუშაობაზე თანხმობა!

                      

 P.S. და კიდევ, არაერთი  სამარცხვინო საქციელი, რომლითაც ავანტიურისტი, პროვოკატორი, ქოსატყუილა სააკაშვილი შევიდა ისტორიაში და საუბედუროდ, იგი დღესაც აგრძელებს ბოროტი განზრახვებით მოქმედებას, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს საქართველოში! ამიტომ, ვაფრთხილებ ქართველ ახალგაზრდებს, ფრთხილად, არ მოექცეთ პოლიტიკური შულერის და ჰიპნოზიორის, -  "ვამპირი მიშას" გავლენის ქვეშ!!! – წერს ჯუმბერ კირვალიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი