logo_geo
თინა ხიდაშელი ალექსანდრე ჯეჯელავას: ხარისხიანი ფიზკულტურა სკოლაში არ მოდის მეზღაპერიობით
- +

15 თებერვალი. 2017. 03:26


 


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს:

 

„სიტყვებზე გამოდევნება გააგრძელეს ჩვენმა კოლეგებმა, მე გააგრძელებ ზრუნვას, რომ ყველა ბავშვი მიუხედავად მისი წონის, ზომის, სიგანის, სისწრაფის და ასე შემდეგ იყოს ჩართული სპორტულ აქტივობაში. იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოვალეობა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

ეს არ არის სიტყვებზე გამოდევნება. ეს არის აღშფოთება, სიბრაზე იმაზე რაც ბრძნეთ ბატონო მინისტრო.

 

თუმცა ეს არ არის ეხლა მნიშვნელოვანი.

 

იმისათვის, რომ თქვენი სიტყვები ფასეული იყოს მსგავს განცხადებებს აუცილბელად უნდა მოყვეს ახსნა იმის როგორ.

 

1. აგერ წლის დასაწყისია, ბიუჯეტი გუშინ დამტკიცდა და გთხოვთ მიგვითოთ თქვენს წარდგენილ ქაღალდებში სად არის საუბარი ამ ფუნდამენტურ ცვლილებაზე. თქვენვე დაგესესხებით 90 პროცენტზე მეტიო.

 

2. ხარისხიანი ფიზკულტურა სკოლაში არ მოდის მეზღაპერიობით. მას ჭირდება:

 

- ფული

- მასწავლებლები, მოტივირებული და დაინტერესებული

- სპორტული ინვენტარი

- სპორტული დარბაზები

- გასახედელები

- შესაბამისი ჰიგიენის დაცვისთვის პირობები

- და კიდევ პირობები რომ სირბილის შემდეგ ქუჩაში გამოვარდნილი ბავშვები მეორე დღეს სკოლაში დაბრუნდნენ გრიპის და ხველების გარეშე

- ამ ყველაფერის გარეშე თუ მიიღწეოდა მაშინ იქნებოდა პრობლემა მაგრამ პირიქით 95 - 5 მსუქნების სასარგებლოდ

 

3. ამ კითხვებს თუ უპასუხებთ ძალიან კონკრეტული საბიუჯეტო მონაცემებით, გამოცხადებული ტენდერებით და სხვა აუცილებელი პროცედურების კონკრეტული მითითებით, მერე სხვა საკითხებზეც დაგიბრუნდებით.

 

იქნებ მეზღაპრეობიდან კონკრეტული გეგმების, ხედვების და შემდეგ ამ ხედვების და გეგმების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებებზე გადახვიდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას. გარწმუნებთ შეგვიძლია გავიგოთ.

 

P.S. გავიგეთ რომ ყოველი თქვენი გამოჩენა შოუს ეფექტებით არის. ასეთი შოუ იყიდება ჩვენში, მაგრამ ძალიან შორს არის შოუთი ტკბობის შესაძლებლობიდან ჩვენი განათლების სისტემა და შესაბამისად, მის ხელში მყოფი მშობლების და პედაგოგების უმრავლესობა.

 

ამიტომ იქნებ ცოტა დრო მაინც დაუთმოთ მშობლებთან საქმეზე საუბარს, ზღაპრებს როგორმე თავად მივხედავთ", - წერს ხიდაშელი. 


 

big_banner
არქივი