logo_geo
ბონდო ქურდაძე: გიორგი გახარიას არ გაუცია ბრძანება შეტევაზე გადასასვლელად
- +

2 ივლისი. 2019. 22:08


ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

დასასჯელები უნდა დაისაჯონ, ორი აზრი არ არსებობს(!)... მაგრამ ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ 18 წლის მაკო გომურის ტრაგედიაზე, ნიკა გვარამიას უფრო შესტკივა გული, ვიდრე გიორგი გახარიას...

 

 

რა ცეკვა-თამაში აუტყდა, ამ ტრაგედიის ფონზე, ელენე ხოშტარიას?!.. გუშინ, ნინგის ცრემლებს ღვრიდა, გვარამიასთან ერთად, დღეს კი, როკავს და ხტუნავს...

 

 

არავის გაგიკვირდეთ, სანამ ესენი ტყუან-მართალს გაარკვევენ, უცებ გაიგოთ, რომ... გიორგი გახარიას არ გაუცია ბრძანება შეტევაზე გადასასვლელად, რადგან მას, უბრალოდ, ამის უფლება, არ ჰქონდა(!)... სხვადასხვა უწყებათა სპეცრაზმებსა და შენაერთებს, სხვა პიროვნება უწევდა ზედამხედველობას(!)...

 

 

ამიტომ ააქვს პირში წყალი ჩაგუბებული,ენაწყლიან მინისტრს და ამ კითხვას, დელეკატურად გაურბის“... - წერს ბონდო ქურდაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი