logo_geo
ქეთათო პოპიაშვილი: როდესაც ოკუპაციას, აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო!
- +

3 ივლისი. 2019. 22:18

 

 

მომღერალმა ქეთათო პოპიაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მისი გარდაცვლილი მეუღლის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უნებართვოდ გამოყენებისთვის გააკრიტიკა და საავტორო უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.

 

ირაკლის მუსიკა თავისი მასშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლიტ თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. [....] როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“,  – წერს ქეთათო სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი