logo_geo
თამრიკო სხვიტარიძე: „გოგიჩა“ გარდაიცვალა... ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს...
- +

4 ივლისი. 2019. 15:38

 

„ბასტი-ბუბუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამრიკო სხვიტარიძე ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა... „გოგიჩა“ გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს“, - წერს სხვიტარიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

 

ბოლო წლების განმავლობაში მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.

 

 

 

 

big_banner
არქივი