logo_geo
სანდრო ბრეგაძე: საქართველო არის ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი იმედი!
- +

7 ივლისი. 2019. 01:08

 

„საქართველო არის ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი იმედი!“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს არის ქვეყანა, სადაც ვერ ჩაატარეს გეი-აღლუმი, ეს არის ქვეყანა, სადაც შენარჩუნებულია ოჯახური ტრადიციები, ეს არის ქვეყანა, სადაც წინაპრების გზას პატივს სცემენ, ეს არის ქვეყანა, სადაც ზნეობა და მორალი შენარჩუნებულია! ფაქტობრივად ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი ბასტიონი! ჭუჭყი და ნაგავი ჩვენშიც არის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა შორსაა მათი ცხოვრების წესისგან! რაც შეეხება მომავალ თაობას - სურთ წარმოაჩინონ, რომ მომავალი თაობა მაქარაშვილები, დიღმელაშვილები, ბარკერები და სხვები არიან, მაგრამ რეალურად, ესეც ახალი თაობის ჭუჭყი და ნაგავია, რომელიც ახალგაზრდებშიც აბსოლუტური უმცირესობაა! ქართველი ახალგაზრდების ნახვა თუ გინდათ, არ უნდა ეძებოთ „ბასიანში“ და „გალერიში“, ჭეშმარიტ მომავალს ეკლესიაში, უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, ქართულ ჯარში, სპორტდარბაზებში, სტადიონებზე, მშენებლობებზე, სოფელში მიწის დამმუშავებლებში იპოვი! მათ განსხვავებული პროფესიები აქვთ, მაგრამ თავიანთი ერის ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ოჯახების მორალი აერთიანებთ! ის ეკლესიის მტერი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, დაკოკაინებულ-დაექსტაზებული მამათმავლები არც ქვეყნის მომავალია და არც მისაბაძი მაგალითი, ისინი უბრალოდ აქტიურები არიან, რადგან ამ დროს ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდობა სწავლობს, მუშაობს, ვარჯიშობს და თუ საჭირო გახდა საქართველოს დასაცავად იარაღს აიღებს ხელში! რაც არ უნდა ფული ხარჯონ, რაც არ უნდა უგვანო მისაბაძად დაგვისახონ, მათ მომავალი არ აქვთ, ისინი ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელ ბასტიონს შემოელეწებიან! რა მნიშვნელობა აქვს ვინაა ჩვენ წინააღმდეგ, როდესაც უფალი ჩვენთანაა!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი