logo_geo
ზვიად სეხნიაშვილი: ეს გახლავთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების და არეულობის მოწყობისა საქართველოში!
- +

7 ივლისი. 2019. 22:14

 

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:   

"ე.წ. ლგბტ პირებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალ დედაქალაქში ჩაატარონ "ღირსების მარშად" სახელდებული გარყვნილების აქცია. ეს უზნეო და ურცხვი ხალხი ბილწავს და ანგრევს ყოველივე წმინდას, რაც კი საქართველოს გააჩნია. ამით ისინი უპირისპირდებიან ჩვენი ერის დიდ უმრავლესობას და არად აგდებენ ჩვენს აზრს.

ვაცხადებთ, რომ ეს გახლავთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების და არეულობის მოწყობისა საქართველოში, რადგან გარყვნილების პროპაგანდა და უზნეობის აღლუმი პირდაპირ ფეხქვეშ თელავს ჩვენს სამშობლოში მცხოვრები სხვადასხვა კონფესიების ადამიანთა რელიგიურ და ზნეობრივ კანონებს, რომლითაც ვცხოვრობთ და რომელიც დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა სულკურთხეულმა წინაპრებმა თავიანთი თავგანწირვისა და სისხლის ფასად.

ეს არის უზნეო და გარყვნილი წესით მცხოვრები არსებების ღია ძალადობა ჩვენს ერზე.

ყველა ერთად ვდგებით მამულიშვილნო, ყველა ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ღირსება, სამშობლო და მართლმადიდებლობა !!!

ჩვენთან არს ღმერთი !!!" - წერს ზვიად სეხნიაშვილი.

big_banner
არქივი