logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: ალბათ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, როცა სიმშვიდით წავუყრუეთ მათი უფროსის გინებას ღია ეთერში, მაშინვე არ მივუჩინეთ ადგილი…
- +

7 ივლისი. 2019. 22:59

 

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

"მოდელირებული ქრონიკაც" უკან მოიტოვა უკვე. პირველად ვარ სიცოცხლეში, როცა შესატყვის სახელს ვერ ვარქმევ ამ საქციელს.

ჯეროვნად ვერ გავრკვეულვარ, რასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის ღალატთან, დიიიდ პროვოკაციასთან თუ დიიდ ტაკიმასხრობასთან?

არის რაღაცეები, რასაც "ზრდილობასთან ჩავლილი" ადამიანი არასოდეს უნდა აძლევდეს საკუთარ თავს - ალბათ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, როცა სიმშვიდით წავუყრუეთ მათი უფროსის გინებას ღია ეთერში, მაშინვე არ მივუჩინეთ ადგილი.

ახლა, როცა 18 ივლისს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ ტელევიზიის მიმართ, გაბუნია ხალხის და მთავრობის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს!

თორე მე, პუტინის დაცვა, ღმერთმა ნუ დამაწყებინოს, - იმ სისხლიანი დიქტატორის”-  წერს კაჭახიძე.

big_banner
არქივი