logo_geo
სანდრო ბრეგაძე: საქართველო არის ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი იმედი
- +

8 ივლისი. 2019. 01:00

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“საქართველო არის ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი იმედი!!! ეს არის ქვეყანა, სადაც ვერ ჩაატარეს გეი-აღლუმი, ეს არის ქვეყანა, სადაც შენარჩუნებულია ოჯახური ტრადიციები, ეს არის ქვეყანა, სადაც წინაპრების გზას პატივს ცემენ, ეს არის ქვეყანა, სადაც ზნეობა და მორალი შენარჩუნებულია!!! ფაქტობრივად, ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელი ბასტიონია!!!ჭუჭყი და ნაგავი ჩვენშიც არის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა შორსაა მათი ცხოვრების წესისგან!!!

 

რაც შეეხება მომავალ თაობას - სურთ წარმოაჩინონ, რომ მომავალი თაობა დიღმელაშვილები, ბარკერები და სხვები არიან, მაგრამ რეალურად ესეც ახალი თაობის ჭუჭყი და ნაგავია, რომელიც ახალგაზრდებშიც აბსოლუტური უმცირესობაა!!! ქართველი ახალგაზრდების ნახვა თუ გინდათ, არ უნდა ეძებოთ “ბასიანში” და “გალერიში”, ჭეშმარიტ მომავალს ეკლესიაში, უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, ქართულ ჯარში, სპორტდარბაზებში, სტადიონებზე, მშენებლობებზე, სოფელში მიწის დამმუშავებლებში იპოვით!!! მათ განსხვავებული პროფესიები აქვთ, მაგრამ თავიანთი ერის ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ოჯახების მორალი აერთიანებთ!!! ის ეკლესიის მტერი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, დაკოკაინებულ-დაექსტაზებული მამათმავლები არც ქვეყნის მომავალია და არც მისაბაძი მაგალითი,ისინი უბრალოდ აქტიურები არიან, რადგან ამ დროს ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდობა სწავლობს, მუშაობს, ვარჯიშობს და თუ საჭირო გახდა, საქართველოს დასაცავად იარაღს აიღებს ხელში!!! რაც არ უნდა ფული ხარჯონ, რაც არ უნდა უგვანო მისაბაძად დაგვისახონ, მათ მომავალი არ აქვთ, ისინი ქრისტიანული სამყაროს უკანასკნელ ბასტიონს შემოელეწებიან!!! რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც უფალი ჩვენთანაა!!!” - წერს სანდრო ბრეგაძე.

big_banner
არქივი