logo_geo
ოთარ ხარჩილავა: გამართლდა ეჭვი, რომ ბოლო დღეების აქციები ემსახურებოდა პრაიდის ლეგიტიმაციას
- +

8 ივლისი. 2019. 12:05

 

მოძრაობა „20 ივნისის“ დამფუძნებელი ოთარ ხარჩილავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში რომ გიანონსებენ პრაიდს... ეს უკვე მეტისმეტია, ეს სოდომი და გომორია! რეალურად ამას ემსახურებოდა შემცირებული აქციის გაპიარება პრაიდის ორგანიზატორების ჩართულობით... საქართველო, მისი წმინდანები თუ ქართველთა მეფეები ამას არ იმსახურებდნენ!.. რეალურად გამართლდა ის ეჭვი, რაც ჰქონდა „20 ივნისის მოძრაობას“, რომ ბოლო დღეების აქციები ემსახურებოდა პრაიდის ლეგიტიმაციას და ამაში მონაწილეობდა ნიკა გვარამია ლევან ბერძენიშვილი და სხვები!..“ - წერს ხარჩილავა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი