logo_geo
ნიკოლოზ ჩხეიძე: რაც გაბუნიამ გააკეთა, არის ქვეყნისა და ერის ღალატი!
- +

8 ივლისი. 2019. 12:31

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის, რაც ახლა მოვისმინე და რაც გააკეთა ამ არარაობა გაბუნიამ, არის პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს, სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ეს არის ქვეყნისა და ერის ღალატი. დღეიდან ყველანაირი მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის დახურვისა, ჩემი აზრით - ლეგიტიმურია.

 

ის, რაც „რუსთავი 2“-მა იკადრა, არ ჯდება არანაირ ანტისაოკუპაციო რიტორიკაში. ეს არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ომის პროვოცირება.

 

„ლილიპუტინის“ ძახილის გამო რაც მოხდა, ყველამ ვიწვნიეთ - პუტინისათვის გარდაცვლილი დედის გინება და ასეთი სიტყვებით ლანძღვა არის უდონო ნაძირლობა.

 

ამას თუ რაიმე მძიმე შედეგი მოჰყვა, ეს იქნება მთლიანად „რუსთავი 2“-ისა და „ნაცმოძრაობის“ კისერზე. ეს მინდვრის თაგვი გაბუნია და დანარჩენები საკუთარ ჩრდილს გაასწრებენ და ქვეყნის დაცვა იარაღით ჩვენი საქმე იქნება.

 

დღეიდან, ვინც „რუსთავი 2“-ზე რეკლამას განათავსებს, არის ქვეყნისა და ერის მოღალატე. არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს მედიის მიმართ, მაგრამ ის, რაც მოხდა, არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვა ქვეყნის ღალატის ტოლფასია!“ - წერს ჩხეიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი