logo_geo
რეზო ბალანჩივაძე: ეს ბოროტები საქართველოს წირავენ... მთელმა ერმა უნდა დაგმოს ეს სიბინძურე...
- +

8 ივლისი. 2019. 13:07

 

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი რეზო ბალანჩივაძე „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი სიბინძურე ტელევიზიაში კი არა, ქუჩაში არ გამიგონია. ეს მარტო ერთი ადამიანის სირცხვილი და თავის მოჭრა კი არაა, არამედ მთელი ერის. საქართველოში დედაზე გინება ვის გაუგონია. ლაპარაკი არაა იმაზე, ვის აგინებს. ვინც გინდა იყოს, შენ თავს როგორ უნდა აკადრო ამ სიტყვების წარმოთქმა. რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს პუტინს, განა ყველაფრის ღირსი არ ვიქნებით?! ეს ბოროტები საქართველოს წირავენ. თუ ჩვენ არ ვიქნებით ქვეყნის სათავეში, ქვა ქვაზე დადუღებულაო - სამწუხაროდ, ასეთია მათი მორალი. მე ვფიქრობ, რომ მთელმა ერმა უნდა დაგმოს ეს სიბინძურე, ეს გაუგონარი უზრდელობა. პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ჩემზე უკეთ იციან, მაგრამ, მე მგონია, რომ მსგავსი სიბინძურე და უმსგავსობა, დიპლომატიის ისტორიამ არ იცის“, - წერს ბალანჩივაძე.

 

 

big_banner
არქივი