ჟურნალისტი მარიამ გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
1) „რუსთავი 2“ რა სარედაქციო პოლიტიკაზე და ეთიკაზე გვესაუბრება? ნიკა გვარამია რომ დედას იგინებოდა ყოველ საღამოს თავის ეთერიდან - იმ ეთიკაზე ხომ არა?
2) ძალიან მაინტერესებს, თუ არავინ არაფერი იცოდა და ეს მხოლოდ გაბუნიას სუბიექტური დამოკიდებულება იყო - ვერ გათიშეს ლაივი?!..
3) თუ ქართველი ხალხიც „დატესტეს“, იქნებ პუტინის გინებით გვეშველოს რამე და გმირები გავხდეთ „რუსთავი 2“-ელებიო?!
P.S. ახლა აღარც ლოგოიანი მაისურები გიშველით და აღარც ხმაურიანი „ქუდები“, რომ ქვეყნის მთავარი არხი ხართ...“ - წერს გაბედავა.