logo_geo
ვატო შაქარიშვილი: ეს იმ პოლიტიკური ძალის კოლექტიური შემოქმედებაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გახვია ცეცხლში!
- +

8 ივლისი. 2019. 14:40

 

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ერთი მდაბიო ლაჩარის სპექტაკლი არ ყოფილა! ეს იმ პოლიტიკური ძალის კოლექტიური შემოქმედებაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გახვია ცეცხლში! ეს იმ ადამიანების შემოქმედებაა, ვინც გმირების ცხედრები მიატოვა ბრძოლის ველზე! ეს არის დივერსია! ეს იმ არაკაცების სტილია, ვინც ბრძოლის იარაღად ჩახდა და უკანალის ჩვენება აირჩია! ეს იმ ადამიანების გაცხელებულ თავებში მოიხარშა, ვინც წაგებულო ომი აზეიმა ხალხს სწორედ ამ ტელევიზიის პროპაგანდისტული მანქანით! ეს იმ პარტიის ტელევიზიაა, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი „კაგებეს“ მოქმედი თანამშრომელი იყო!

 

ეს ის ტელევიზიაა, ხალხმა ბოროტების მანქანა რომ უწოდა და ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლებას მოქმედებისთვის!“ - წერს შაქარიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი