logo_geo
დავით ნაკაიძე: რამ გაგიწყვიტათ შუბლზე ძარღვი? რამ დაგაკარგვინათ ეთიკური ნორმები?
- +

8 ივლისი. 2019. 15:48

 

ტელერეჟისორი დავით ნაკაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ხდება? დედები არ გყავთ? რა მოწამლული რძე გასვეს ბავშვობაში? ზრდილობა არ გასწავლეს? რამ გამოგათახსირათ? რამ გაგიწყვიტათ შუბლზე ძარღვი? რამ დაგაკარგვინათ ეთიკური ნორმები? რატომ გადადიხართ დაუკრეფავებში? რატომ ამხილეთ თქვენი თავი იმაში, თუ თქვენ თანამდებობი არ გექნებათ, სამშობლოში ქვა ქვაზეც არ ყოფილა? რატომ აბრალებთ ხალხს სხვა ქვეყნისადმი მონობას, როცა თქვენ ასრულებთ დავალებას და ახორციელებთ, ქვეყანა გახვიოთ ომის ქარცეცხლში? გეშინიათ რა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილებისა, მიდიხართ მდაბიო, უნიჭო, არაკაცურ პროვოკაციაზე, თუმცა, რა ზნეობაზე უნდა ელაპარაკო ფულის ორ მონას - ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას?!

 

მთავრობავ, სასწრაფოდ გააკეთეთ სერიოზული და მკაცრი განცხადება „რუსთავი 2“-ის პროვოკაციულ განცხადებაზე, მერე გვიან იქნება, ხუმრობისთვის დრო აღარ რჩება, გამოჩნდა, ვინ სჩადის ანტისახელმწიფოებრივ საქმეს... ამას გამოძიებაც აღარ უნდა, არაკაცები არაკაცობენ...“ - წერს ნაკაიძე.

 

 

 

big_banner
არქივი