ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცები“ იძახიან, გაბუნიას გამო რუსეთი ომს არ დაიწყებსო, ვალოდია ტანკებით არ შემოვაო, ეგრე არ დაწვრილმანდებაო!
ისე, 2008-შიც ბევრს ეგონა, ვალოდია ეგრე არ დაწვრილმანდება, ცხინვალის გამო თავს არ შეიწუხებს, გაატარებს, ხელს ჩაიქნევსო!
ჯერ ერთი, ვალოდია ტანკებით უკვე შემოსულია და მეორეც - თქვე დუნდუკებო, ომი მარტო ბომბების ჩამოყრაა?!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში მძევლად ჰყავთ აყვანილი!“ - წერს ზედელაშვილი.