logo_geo
2014 წლის 7 ივლისს ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა
- +

7 ივლისი. 2019. 17:45

 

„2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე (1928-2014)“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1957-1961 წლებში საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1961–1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964–1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965–1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. იქვე დაკრძალეს მეუღლის, ნანული ცაგარეიშვილის გვერდით.

 

ედუარდ შევარდნაძე ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი