logo_geo
თამარ ბაღაშვილი: ვისაც არ დაეზარა უკვე ყველამ დაგვბომბა…
- +

9 ივლისი. 2019. 00:59

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რუსთავი 2" არის ის ადგილი, სადაც ერთმანეთს შრომასაც ვუფასებთ და არც იმის პრობლემა გვაქვს, რომ შეცდომებზე ღიად ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ჩვენ ვხვდებით ძალიან კარგად, რომ ამ ტელევიზიას ასეთი ენით ლაპარაკი არ ეკადრება, ვისაც უნდა ეხებოდეს ეს ნათქვამი, თუნდაც ყველაზე დიდ მტერს! ამიტომ, საქართველოს მთავრობავ, ეს თქვენი საქმე არაა! მოდით, თქვენს თავს და თქვენს შეცდომებს მიხედეთ, გაბუნია თვითონ გამოასწორებს იმ შეცდომას, რაც პირველ რიგში ჩვენი ტელევიზიის, "რუსთავი 2" - ის, ამ არხის მართლა თავდაუზოგავი ჟურნალისტების და ძალიან მაღალი სტანდარტის პროფესიონალიზმის წინაშე დაუშვა.

 

პუტინი ამის გამო ნამდვილად არ დაგვბომბავს, მაგრამ ვისაც არ დაეზარა უკვე ყველამ დაგვბომბა და სამართლიანად აღშფოთებული ადამიანების სამართლიან კრიტიკასთან ერთად, მივიღეთ თავგაცხელებული, ხელმოცარული და იაფფასიან პოპულიზმს აყოლილების მოწოდებები, „რუსთავი2"- ის დახურვის შესახებ. მოგეცათ მიზეზი? #რუსეთიოკუპანტია! - წერს ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი