logo_geo
ლელა წიკლაური: მოსკოვში ქართული რესტორნები დაწვეს, ღმერთმა იცის, კიდევ რა მოიხარშება ოკუპანტის ტვინში... საშიში თამაშია...
- +

9 ივლისი. 2019. 13:59

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა წიკლაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინ უფრო პატრიოტია?! ვინც თავის საქმეს აკეთებს, ქვეყნის სამსახურშია, მუშაობს, რომ დოვლათი შექმნას და ისედაც იოტისოდენა ბიუჯეტს ორი თეთრი შემატოს, თუ ის, ვინც ქუჩაში, ღმერთმა იცის, ვის თამაშს თამაშობს და არც კი იცის, ეს კინო რით დამთავრდება...

 

ვინ უფრო პატრიოტია?! ვინც თავის საცვლებს თავზე გვახურავს, დრონზე ჩამოკიდებული დროშებით ქალაქს უკიჟინებს, რა ფორმატით უნდა სექსი, ქამრების ქნევით და ჯვრით ხელში „გვაშინებს“, თუ ის, ვინც შვილების სწორ აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს და თავისი საძინებლის ზღურბლი საზოგადოებისთვის ტაბუირებული აქვს...

 

ვინ უფრო პატრიოტია, ვინც ისედაც მრავალჭირნახულ ქვეყანას თავისი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და ინტელექტუალური დიპლომატიით იცავს და ავითარებს, თუ ის, ვინც ხელისუფლების შენარჩუნების ან მოპოვების წყურვილით ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის...

 

დაიღალა ერი... დაიღალა ერი... მე არ უნდა მეუბნებოდეს ჩემი 10 წლის შვილი, წავიდეთ და კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთო... არცერთი ინვესტორი და ტურისტი არ უნდა გარბოდეს ამ ქვეყნიდან. აღარ დავიღალეთ „...ჯოს“ ძახილით?.. ქართველი მეფეები მტერს მსხვერპლად ეწირებოდნენ, რომ ერი გადაერჩინათ და ჩვენ პირიქით ვიქცევით, ერს ვწირავთ მსხვერპლად. მოსკოვში ქართული რესტორნები დაწვეს, ღმერთმა იცის, კიდევ რა მოიხარშება ოკუპანტის ტვინში... საშიში თამაშია... რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე? ვინ აგებს მერე პასუხს? გვიღირს? რა მოგვიტანა ომმა? ჩვენ ხომ ხიშტებით აღარ ვომობთ, რომ 300 მამაცმა არაგველმა ათასობით მტერი ხმლებით მოიგერიოს... სხვა საფრთხეების წინაშე ვდგავართ... განა სიმხდალე მალაპარაკებს... ვინც მე მიცნობს, იცის, ახლავე ტანკში ჩამჯდომი ვარ, მაგრამ რა მერე? მერე?.. მერე გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა პლაცდარმად?.. ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს და ამისთვის პირველ რიგში ქამრებით, შტურმებით და რაკეტული ტყვიებით კი არა, ცივილიზებული მიდგომებით უნდა ვიბრძოლოთ...“ - წერს ლელა წიკლაური.

 

 

 

big_banner
არქივი