logo_geo
ირმა ინაშვილი: ზოგიერთი (ვითომ ექსპერტი) ცდილობს, სასაცილოდ აიგდოს ომის დაწყების შესახებ საზოგადოების შეშფოთება
- +

9 ივლისი. 2019. 14:12

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგიერთი (ვითომ ექსპერტი) ცდილობს, სასაცილოდ აიგდოს ომის დაწყების შესახებ საზოგადოების შეშფოთება, - როგორ შეიძლება ერთი ჟურნალისტის განცხადებით ომი იწყებოდესო. ამ ვითომ ექსპერტებს შევახსენებ, რომ „ერთი ჟურნალისტის განცხადება“ უზარმაზარი პროვოკაციის ნაწილია, რაც რეალურად (სწორედაც რომ) ახალი ომის გაჩაღების მიზანს ემსახურება. ვის აწყობს ეს ომი? ვინც არაერთხელ უკვე გაყიდა ქვეყანა. ისე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების საშიშროება, შესაძლებელია, უცხო ქვეყნის დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მოჰყვეს, თუ მას შენს სახელმწიფოში ეპატიჟები და მერე არ იცავ, რაც 20 ივნისს მოხდა საქართველოში, ამიტომ აკადემიკოსობას თავი დაანებოს ზოგიერთმა ლაბორანტმა“, – წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი