logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: დაისაჯოს არა მარტო გიორგი გაბუნია, ასევე ამ სიბინძურის ავტორი და დამკვეთი ნიკა გვარამია!
- +

9 ივლისი. 2019. 15:17

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელსაც სულიერი და პოლიტიკური ლიდერი ჰყავს, - ძებნილი, ნარკომანი და მწამებელი, სისხლიანი რეჟიმის ავტორი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორი, ნაცპროკურორალი, სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი და „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორი - ნიკა გვარამია, დღეს, პირდაპირი ეთერიდან გვაგინებს, ყველას, ვინც მის გემოვნებაში არ ვზივართ და ის, დღემდე, ამ უზნეო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, არავის არ დაუსჯია...

 

ჰოდა, ამიტომაც, ამ ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობით გათამამებულმა და დაუსჯელობაში დარწმუნებულმა ნიკა გვარამიამ, ამჯერად ქვეყნისთვის სახიფათო ავანტიურა და პროვოკაცია წამოიწყო... ცხადია და ფაქტია, რომ მან ეს, მის მიერვე მართულ ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაავალა... გამოუვიდა კიდეც... გიორგი გაბუნიას გაკეთებულმა, შეურაცხმყოფელმა განცხადებამ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით, ქვეყანა სახიფათო პროვოკაციულ პოლიტიკურ თამაშში ჩაითრია და ეს, წარმატებულად მოახერხა კიდეც... საზოგადოების მოთხოვნაა და ქვეყნის უსაფრთხოება მოითხოვს ამას, კანონის შესაბამისად დაისაჯოს არა მარტო გიორგი გაბუნია, ასევე ამ სიბინძურის ავტორი და დამკვეთი ნიკა გვარამია!..

 

მივმართავ შს მინისტრსა და გენერალურ პროკურორს! - ბოლოს და ბოლოს, აღასრულეთ კანონიერება და თქვენი უმოქმედობით, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს ნუ შეუქმნით.... დაგვიმტკიცეთ, თქვენი ადეკვატური ქმედებებით, რომ სახელმწიფო ვართ და გვყავს ხელისუფლება და არა გვარამია-გაბუნიასგან ღირსებააყრილი დაჯგუფება! დაგვიმტკიცეთ ეს, დაუყოვნებლივ!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

big_banner
არქივი