logo_geo
ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“: თუ ორივე ნაცმოძრაობას გულისხმობთ მტრულ ძალაში, მაშინ ლოგიკაში მოგყვებით…
- +

10 ივლისი. 2019. 02:52

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 მტრულ ძალაზე საუბრობენ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მართალია, მტრული ძალაა, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს ბოლომდე წირავს და ამისათვის ყველაზე სახიფათო პროვოკაციებზე მიდის, მაგრამ ვეკითხები "ქართულ ოცნებას": მტრულ ძალად მარტო სააკაშვილი- გოცირიძე მიგაჩნიათ და ბოკერია- არა, სწორად ვხვდებით, თუ გვეშლება რამე?!

 

თუ ორივე ნაცმოძრაობას გულისხმობთ მტრულ ძალაში, მაშინ ლოგიკაში მოგყვებით, მაგრამ, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილ- გოცირიძე- სამადაშვილს აცხადებთ მტრულ ძალად და ბოკერია- კახიძე- კაპანაძეს მოკავშირეებად იტოვებთ.

 

როგორი უნდა იყოს რეაქცია მტრულ ძალაზე?

 

  1. ნუ ეპარტნიორებით მტრულ ძალებს; დაასრულეთ მათი გამოცხადება- აღიარება "მთავარ ოპოზიციად", რასაც ხელოვნურად აკეთებთ.

 

  1. გამოაცხადეთ მტრულ ძალად?! კარგია! მაშინ იმოქმედეთ სამართლებრივად! გამოიძიეთ მათი საქმიანობა და დასაჯეთ, კანონის ფარგლებში;

 

  1. გავიტანოთ ჩვენი რეზოლუცია რიგგარეშე სხდომაზე და მხარი დაუჭირეთ მას” - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

 

 

 

big_banner
არქივი