logo_geo
გელა ჩარკვიანი: ირაკლი შინ ატირებული დაბრუნდა...
- +

10 ივლისი. 2019. 22:56

 

დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ირაკლი ჩარკვიანის ბავშვობის ერთ ეპიზოდს იხსენებს:

 

ირაკლი თორმეტიოდე წლის იქნებოდა, როცა საბჭოთა პიონერული რომანტიკის ამსახველი ფილმების გავლენით, ყირიმში, არტეკის საერთაშორისო ბანაკში წასვლა მოინდომა. ვაი, რომ ეს არცთუ მარტივი საქმე გამოდგა. საყოველთაო აღფრთოვანების პირობებში სათუთად გაზრდილ, ოფიციალური სიტუაციების დამამცირებელ ქედმაღლობას შეუჩვეველ ბავშვს „სფინქსმა“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა – რამდენი ჩაი მოიკრიფაო საქართველოში შარშან. ირაკლი შინ ატირებული დაბრუნდა.

 

თვალცრემლიანი პატარა ირაკლი ჩარკვიანის დანახვას მამამისის გული ვერ გაუძლებდა და მე ჩავიდინე ის, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჩამიდენია – დავურეკე ერთ დიდ ქალბატონს და შველა ვთხოვე. დიდმა ქალბატონმა 9ალბათ0 სამნიშნათი (ეს სიტყვა მხოლოდ Insider-ებმა ვიცით) დაურეკა კომკავშირის რაიკომის მდივანს და ირაკლი ყირიმში შეუფერხებლად გაემგზავრა”- წერს გელა ჩარკვიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი