logo_geo
მამა დავით რუხაძე: მოგიწოდებთ სინანულისკენ... რას დაგამსგავსათ მოწამლულმა ლიბერალებმა და მამაძაღლმა ნაციონალებმა
- +

11 ივლისი. 2019. 01:01

 

სასულიერო პირი, მამა დავით რუხაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

ჩემო ძვირფასო ქართველებო... იმ საფრთხეებს შორის, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას ყველაზე ვერაგი და დამღუპველი არის ლიბერალიზმი, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვა, - ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ძალადობს ერის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, მის გონებაზე, ფსიქიკაზე, აზროვნებაზე და ცხოვრების წესზე. ლიბერალი ფაშისტებისათვის უცხოა ყოველგვარი სარწმუნოებრივ - ზნეობრივი ღირებულებები, სინდის- ნამუსი, სირცხვილი, ზრდილობა, უფროს-უმცროსობა, ტრადიციები.

ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები, მათ ზურგს უკან მყოფი ბობოლა მილიარდელი დამფინანსებლების ბინძური ფულით გაყოყოჩებულნი, ჩვენი საზოგადოების ფართო ფენებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ფართოდ ნერგავენ თავიანთ დამღუპველ თეორიებსა თუ მიდგომებს, რომლებიც თაფლში გარეული შხამივით მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე და განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობაზე.

ლიბერალი ფაშისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ დაუფარავ იერიშს აწარმოებენ დედა- ეკლესიაზე, მის საჭეთმპყობელზე და სასულიერო იერარქიაზე. ამ სიბინძურეში ეს ფაშისტები სამწუხაროდ იყენებენ ჩვენივე ქართველებს და ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, რომელთაც სისტემატურად წამლავენ ე.წ.  “თავისუფალი” იდეებით და ამით უნობლობასა და სიძულვილს უნერგავენ უწმიდესისა და სასულიერო დასის მიმართ, სინდის - ნამუსის, ზრდილობისა და სულიერების მიმათ.

ლიბერალური შხამი დამბანგავი ნარკოტიკივით (ეს უკანასკნელიც არ არის მათთვის უცხო) განსაკუთებულად ეფექტურად მოქმედებს ახალნერგ თაობაზე, - ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილზე. ლიბერალურ-ფაშისტური იდეებით შეპყრობილი ადამიანები, ბოლო დროს არ ერიდებიან ეკლესიისა და მისი იერარქიის ლანძღვას, სასულიერო პირთა შეურაცხყოფას, უზრდელობასა და უფროსი თაობის უდიერად მოხსენიებას. ახლახანს გადავხედე სოციალურ ქსელში დადებული , ორშაბათს პარლამენტის წინ სასულიერო პირთა მიერ ჩატარებული პარაკლისის ამონარიდ ვიდეოზე გაკეთებულ კომენტარებს და გავოგნდი........

საიდან ხალხო ამდენი ბოღმა და სიძულვილი სასულიერო პირთა მიმართ. რა დაგიშავეთ ასეთი. რამ გაგაბოროტათ და დაგბოღმათ ასე. რას დაგამსგავსათ მოწამლულმა ლიბერალებმა და მამაძაღლმა ნაციონალებმა. იმ ხალხს, რომლებიც თქვენთვის, სამშობლოსათვის და ეკელესიისათვის ლოცვაში ატარებენ და შრომობენ, რა ცილისმწამებლური სიტყვებით ამკობთ. რა დღეში ხართ თქვე საცოდავებო. რომ იცოდეთ როგორ მეცოდებით. მე მოგიწოდებთ სინანულისკენ ........ გირჩევთ შეინანოთ , რომ მომავალ ცხოვრებაში ცხელი მუგუზლები არ დაიყაროთ თავზე. გონს მოეგეთ!” - წერს მამა დავით რუხაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი