logo_geo
„ნაცებო“ და „ევრონაცებო“, საქართველოს ევროპული არჩევანი და თქვენი ბრალდებები კოლიზიაში რომ მოდის ერთმანეთთან, ვერ ხვდებით?!“
- +

11 ივლისი. 2019. 18:50

 

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცებო“, „ევრონაცებო“ და ნაცმედიავ, ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, ალბათ ოკუპანტთან თანამშრომლობასა და პუტინის მონობას ნიშნავს, არა?!

 

საქართველოს ევროპული არჩევანი და თქვენი ფანტასმაგორიული ბრალდებები, რომელსაც აჟღერებთ ხელისუფლებისა და თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების მიმართ, კოლიზიაში რომ მოდის ერთმანეთთან, ვერ ხვდებით?!

 

...და ბატონი დონალდ ტუსკის განცხადებებსა და შეფასებებზე რაღას იტყვით?!

 

ასე რომ, არ გამოგივათ ცრუ ბრალდებით დესტაბილიზაციის აგორება და რევოლუციის მოწყობა!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი