logo_geo
გია გაბრიჭიძე: მგონია, რომ რუსთაველზე გავლენ და ზეიმს მოაწყობენ, თუ როგორ დაამარცხა ჯულიეტოვნამ რუსეთი
- +

12 ივლისი. 2019. 14:25

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პათოსის შესახებ წერს:

 

„ახლა „რ2“-ზე ვუსმენ გვარამია-კვესიტაძე+აყოს.

 

დიახ, არ გაგიკვირდეთ და სრული სერიოზულობით ვუსმენ.

 

მე ვუსმენ. აი, უნდა გაგიკვირდეთ ის, რომ არ უსმენს ჩვენი ხელისუფლება. შეიძლება უსმენს, ან რაც უფრო დასაჯერებელია, „სხედს“ სადმე კაი პონტში და იცის, რომ მისი პიარშიკები, ანალიტიკოსები და ა.შ. უამრავი ხალხი, რომლებიც ასევე კაი პონტში სხედან, მიაწვდიან თავიანთი „უფროსი, უმცროსი და უბრალო სპეციალისტების“ მიერ გაკეთებულ სრულ ანალიზს.

 

არადა, „რ2“-ში ისეთი პათოსია, რომ მგონია, რომ ახლა რუსთაველზე გავლენ და ზეიმს მოაწყობენ, თუ როგორ დაამარცხა ჯულიეტოვნამ რუსეთი.

 

წარმოიდგინეთ ბიძაჩემი, რომელიც სოფელში მთელი დღე ჯერ ყანაში იყო, მერე ეზოში რაღაცას თიბავდა, ჭრიდა და ბოსტანში რაღაცას აკეთებდა. ბოლოს და ბოლოს შევიდა სახლში, ჩართო ტელევიზორი „რ2“-ზე, ერთი ჭიქა ჟვლაპე არაყი შმუთა და ... და დაინახა, რომ ნაცებმა და მიHამ პუტინი დაამარცხეს.

 

დღეს პუტინი დაამარცხეს და ხვალ არჩევნებით ბიძინას დაამარცხებენ.

 

დიახ, არჩევნებით, რადგანაც სახელმწიფო გადატრიალების დაბრალება სწორედაც რომ ბიძინას მინისტრის, გახარიას რუსული სტილია.

 

დიახ, ბიძინას დაამარცხებენ, რადგანაც ბიძაჩემს დანარჩენი „უფროსობა“ მაგრად ჰკიდია. თან იმასაც მოჰკრა ყური, რომ თურმე განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ბობოლა, რომელმაც ბანერი ვერ მიამაგრა, გვარამიას ყოფილი თანამშრომელი და მისგან პატივსაცემი ადამიანი ყოფილა.

 

ამის მერე შმუთავს მეორე ჭიქას და იტყვის – აი, ეს ბაქრაძე რა ჭკვიანი კაცი ყოფილაო. ამ დროს თამბაქოს შეახვევს და გუგულა გაახსენდება. ჩაფიქრდება პარლამენტის მუშაობაზე და ... და ჯერ ქუცნა, მერე ისევ გუგულა გაახსენდება.

 

კაია! მიდით, იმუშავეთ, აბა, თქვენ იცით, ოღონდ ცოტა ნელა და ნაზად, შემთხვევით ბეჭი არ ამოიგდოთ.

 

არჩევნებამდე 555 დღე დარჩა (ეს კაი ვარიანტში)“,- წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი