logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: იცის კი გვარამიამ, ღვინო რა არის?!
- +

12 ივლისი. 2019. 18:43

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„იცის კი გვარამიამ, ღვინო რა არის?!

 

აი, სადამდე მივყავართ უღმერთობას!

 

მახსოვს, ბატონი ნოდარ ტაბიძე როგორ წუხდა, ღვინის თუნდაც ერთი წვეთი რომ დაგვეღვარა - ქრისტეს სისხლიაო. პურსა და ღვინოს ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთო.

 

ან ამას რა დაგვავიწყებს მის შეგირდებს:

„ღვინოზე აუგი არ თქვათ, ბიჭებო. ცუდი ღვინო არ არსებობს!"

 

ამათთვის კი წმინდა აღარაფერი არსებობს!

 

თუმცა, როდისმე არსებობდა?!

 

ბურჭულაძეები დედაშვილობას შეეხნენ, გვარამიები - ღვინოს.

 

რაღა დარჩათ?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი