logo_geo
„რამდენი რამ დარჩა უთქმელი...“ - ვაჟა აბაკელია გარდაიცვალა
- +

13 ივლისი. 2019. 19:39

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია ეროვნული ხელისუფლების მთავარი პროკურორის ვაჟა აბაკელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან მეწყინა ეროვნული ხელისუფლების მთავარი პროკურორის ვაჟა აბაკელიას გარდაცვალება...

 

საერთოდ სამართალდამცავების უმეტესობას, მით უფრო მაღალ ჩინოვნიკებს გარკვეული კლიშე ახასიათებს და მკაცრ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ბატონი ვაჟა პირიქით იყო ძალიან უშუალო და გულთბილი პიროვნება ურთიერთობაში და პირადად მე ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდეც მთავარ პროკურორთან რომ მქონდა საუბარი...

 

ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და უთქმელობას ხსნიდა უდროობით, არ არის ახლა მაგის დროო, ბევრი ისტორიული და უმნიშვნელოვანესი მოვლენების თვითმხილველი იყო და მის მიერ გაცემული სანქციები დღეს რომ ამოქმედდეს არა ერთი სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა!

 

ბოლოს ერთ-ერთ სანერგე მეურნეობაში ვნახე შემთხვევით, ჩემსავით ბაღისთვის ნერგებს ეძებდა... მითხრა წიგნს ვწერ და შენ განსაკუთრებულად იქნები მოხსენიებულიო, გავეხუმრე პუტჩისტებთან ერთად მეთქი? მაგ თემაზე ხუმრობაც კი არ მოეწონა... ეხ, რამდენი რამ დარჩა უთქმელი...

 

ეს ფოტო ჩემთან გადაცემაში გადავუღე, როცა „ობიექტივში“ ვმუშაობდი და რამდენჯერმე იყო ჩემი სტუმარი...

 

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ!“ - წერს შონია.

 

 

big_banner
არქივი