logo_geo
ხათუნა ჟორდანია თემურ ქარსელაძის გარდაცვალებაზე: თბილისი, ჩემთვის დამთავრდა, თეკუჩასთან ერთად
- +

13 ივლისი. 2019. 23:55

 

 

„თბილისი, ჩემთვის დამთავრდა, თეკუჩასთან ერთად“, - ხათუნა ჟორდანიას ემოციური პოსტი პირველი ქმრის გარდაცვალების შესახებ.

 

თემურ ქარსელაძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ასე ეხმაურება პირველი მეუღლის, თემურ ქარსელაძის გარდაცვალებას.

 

20 წლის ვიყავი, როცა წითელზე შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდით, რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე, იმიტომ, რომ ვიღაც ბიჭი მიყურებდა. როდესაც მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი, იმ შუქნიშანთან, კიდევ ნახევარი საათი. მანქანა ვეღარ დავძარი. გული მიცახცახებდა.......

 

მალევე გავიცანი და დაახლოებით 1 წლის მერე, თბილისში, ყველაზე სიმპატიური და მოდური ბიჭის-თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი.

 

მერე?

 

მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ნინია, რომელიც გაჩნდა, მისი copy paste ია, და თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ყავდა.

 

სულ ამბობდა-ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო. თბილისი, ჩემთვის დამთავრდა, თეკუჩასთან ერთად“, - წერს ჟორდანია.

 

ხათუნა ჟორდანიას და თემურ ქარსელაძეს ერთი შვილი ჰყავთ, მომღერალი ნინი ქარსელაძე.

 

 

big_banner
არქივი