logo_geo
გუჯა ბიძია: 1993 წლის 13 ივლისს ზურაბ იარაჯული ოცდამეორედ და უკანასკნელად გაფრინდა...
- +

14 ივლისი. 2019. 18:15

 

Facebook-მომხმარებელი გუჯა ბიძია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„13 ივლისი იყო მაშინაც, 1993 წლის 13 ივლისი.

 

ოცდამეორედ რომ გაფრინდა.

 

ოცდამეორედ და უკანასკნელად.

 

ოცდამეორეზე ჩამოაგდეს.

 

სამი დღე დასდევდნენ გუმისთის ტყეში. კვალდაკვალ მიყვებოდნენ, ბოლოს ალყაში მოაქციეს, დაგვნებდიო, გადაგცვლითო ტყვეებში.

 

არც უფიქრია დანებება. იცოდა, მოიერიშე თვითმფრინავის მფრინავს, ოცდაორჯერ მისგან გამწარებული, არავინ დატოვებდა ცოცხალს.

 

წამებით და შეურაცხყოფაში ამოხდიდნენ სულს.

 

არც უფიქრია დანებება და ორი მდევარი გაიყოლა უკან, სანამ კიდევ ერთხელ გაფრინდებოდა ცაში, ცაზე და მიწაზე შეყვარებული, უკვე მისი სული. უკვე უსხეულოდ.

 

ოცდაორი წლის იყო მაშინ. ოცდაორი წლის.

 

როგორაა იმ ფილმში?

 

ისე უნდა იცხოვრო, რომ შენზე დაწერონო, იმღერონო, ფილმი გადაიღონო, ხო?

 

ხო, უნდა გავიხსენოთ, უნდა დავწეროთ, ფილმიც უნდა გადავიღოთ. და ვიღებთ? ვწერთ? ვიხსენებთ?

 

მაგას რა, ჩვენ გვჭირდება.

 

ღიმილის ბიჭი.

 

ზურა იარაჯული“, - წერს გუჯა ბიძია.

 

 

big_banner
არქივი