logo_geo
ნანა გაგუა: პატრიარქმა ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამარცხა ყველა ყბედი და თავხედი!
- +

16 თებერვალი. 2017. 17:42



ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საზოგადოება ყველაზე მძაფრად, სენსიტურად, ცხარედ, მწარედ, გამალებით და მტკივნეულად ისევ და ისევ საეკლესიო, რელიგიურ საკითხებზე რეაგირებს. ამ თვალსაზრისით ჩვენში მართლმადიდებელი ეკლესია, რელიგია, რწმენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი იმდენად ყურადსაღებია სოციუმისთვის, რომ უკონკურენტოა ნებისმიერ სხვა პრობლემასთან მიმართებაში!!! საკუთარი რწმენა და მრწამსი საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის პრიორიტეტად რჩება და როგორც ჩანს, ერთადერთია, რომელიც თითქმის ყველას ისე აერთიანებს, რომ შეკრებების, მიტინგების, მანიფესტაციებისა და კარვების დაცემის წინასწარ დაანონსებას სულაც არ საჭიროებს!... ხალხი ბრძენიაო, თქმულა! დიახ, ბრძენია და ძალიან კარგად იცის, როდის და რაზე უნდა დახარჯოს საკუთარი ძალების ბოლო ერგი, ბოლო ამოსუნთქვა!

 

პატრიარქმა ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამარცხა ყველა ყბედი და თავხედი! და თან დაამარცხა ისე, რომ თავად ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია!" - წერს ნანა გაგუა.


 

big_banner
არქივი