logo_geo
„სამწუხაროდ, ამ გოგონას შესახებ არაფერი ისწავლება სკოლებში. მომავალმა თაობამ მისი სახელი არ იცის“
- +

16 ივლისი. 2019. 02:32

 

 

ფეისბუქ-გვერდი „დიდება საქართველოს“ ლილი თაკვარელიას ისტორიაზე წერს:

 

„21 წლის ლილი თაკვარელია, შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი,,...

ეს სილამაზე 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, აფეთქებულ თვითმფრინავში ჩაიწვა. ლილი აფხაზეთში მიფრინავდა. სასიკვდილოდ განწირულ ქართველ მეომრებს უნდა მიშველებოდა. იცოდა, რომ სიკვდილის მახეში მოხვდებოდა, რადგანაც განახლებულ ომში, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ ჯართან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უნდა შებმოდა.

სამწუხაროდ, ამ გოგონას შესახებ არაფერი ისწავლება სკოლებში. მომავალმა თაობამ მისი სახელი არ იცის.

 

დიდება გმირებს

დიდება საქართველოს - ნათქვამია წერილში.

 

 

big_banner
არქივი